01 აპრილი 2025,   01:51
ვრცლად
ბალტიისპირა ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული და ხელისუფლებაში ჰყავთ "დიფ სთეითისგან" მართული ადამიანები - არჩილ გორდულაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბალტიისპირა ქვეყნებს სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული და მათ ხელისუფლებაში ჰყავთ "დიფ სთეითისგან" მართული ადამიანები.

      მისი განმარტებით, "ერთი აგენტი, რიგითი "ნაცი" სალომე ზურაბიშვილი" სხვა აგენტურის წარმომადგენლებთან ჩავიდა, რათა ახალი დავალებები მიიღოს.

      "სამწუხაროდ, იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან და ჩვენ ვაგრძელებთ ცალმხრივ მეგობრობას ბალტიისპირა ქვეყნებთან. მათ სუვერენიტეტი აქვთ დაკარგული, მათ ხელისუფლებაში ჰყავთ "დიფ სთეითისგან" მართული ადამიანები და ახლა ეს მართული ადამიანები, ისე როგორც წარსულში, ისე ახლა მოგვიწოდებდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში უბედურება და ომის ქარცეცხლი დატრიალებულიყო, ახლაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი კოლეგები აგენტურულ ჭრილში მოიყვანონ ხელისუფლებაში და ერთი აგენტი, ერთი რიგითი "ნაცი" სალომე ზურაბიშვილ სხვა აგენტურის წარმომადგენლებთან ჩავიდა, რომ ახალი დავალებები მიიღოს და თავისი გამოცდილებები გაუზიარონ მათ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

      დღის ამბები
      მეტი