
This is a modal window.
Financial Times-ის ინფორმაციით, ამერიკას უკრაინის ყველა რესურსზე კონტროლი სურს. 23 მარტს, კიევს ამერიკელებმა ახალი პროექტი წარუდგინეს, რომელიც გაცილებით მკაცრია.
მასში არც უსაფრთხოების გარანტიებია გათვალისწინებული.
შეთანხმება უნდა გავრცელდეს უკრაინის ყველა მინერალურ რესურსზე, მათ შორის, ნავთობსა და გაზზე, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ძირითად ენერგეტიკულ აქტივებზე.
საუბარია ინფრასტრუქტურის გადაცემაზეც. აქ შედის საავტომობილო გზა და რკინიგზა, მილსადენები, პორტები და გადამამუშავებელი ქარხნები.