ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში ქალი მოკლეს. 71 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში, 6 აპრილს, მეზობლებმა იპოვეს.
მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.