ზაზა ოქუაშვილი დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილთან სამართლებრივ დავაში დამარცხდა - სასამართლომ წარდგენილი ბრალდებები ფალსიფიცირებულად ჩათვალა.
საქმე უკავშირდებოდა ზაზა ოქუაშვილის მიერ 2018 წლის 30 სექტემბერს, "რუსთავი 2-ის" ეთერში გაჟღერებულ ბრალდებებს. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილს 4 მილიონი დოლარის გამოძალვაში სდებდა ბრალს.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და მათი მოთხოვნები არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობილად და ფალსიფიცირებულად მიიჩნია.