11 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მისი უზბეკი კოლეგა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ევროპის ჩემპიონატში  20 ქვეყნის 212 ათლეტი მონაწილეობს, საქართველოს ღირსებას კი 59 სპორტსმენი იცავს.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 11 ოქროს, 5 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კონტინენტის პირველობა 14 აპრილს დასრულდება.

დღის ამბები