23 მაისი 2025,   09:06
ვრცლად
საგამოძიებო კომისიამ დღეს სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე იმსჯელა

შევარდნაძის მთავრობის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, სულხან მოლაშვილმა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შესწავლისას კორუფციისა და ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტები დააფიქსირა. მამა ამბობს, რომ სწორედ იმ პერიოდიდან ამოიღო სამიზნეში სააკაშვილმა მოლაშვილი და, გაპრეზიდენტების შემდეგ, მის პირად პატიმრად აქცია. 2004 წელს, სულხან მოლაშვილი სწორედ კორუფციისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს.

რეჟიმმა ოჯახს, მოგვიანებით, სულხან მოლაშვილის გათავისუფლების პირობით წყნეთში აგარაკის შეძენა აიძულა, რომელიც 2 დღეში სახელმწიფოს ბალანსზე გადაიტანეს, თუმცა პირობა მაინც არ შეასრულეს. დღეს, შვილმკვდარ მამას კომისიის თავმჯდომარემ სააკაშვილისთვის მიმართვის საშუალება მისცა.

სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრეს კომისიის წევრებმაც. დეპუტატებმა იმ ელჩების მისამართით გააკეთეს განცხადებები, რომლებიც ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ და მის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდნენ.

მოლაშვილების ოჯახში მხოლოდ ერთი პატიმარი არ ყოფილა. თამაზ მოლაშვილის მეორე ვაჟი, თორნიკე მოლაშვილი, რომელმაც ძმის დაკავების შემდეგ პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა, მოგვიანებით, ძმის მსგავსად დააკავეს. მიზეზი სტრასბურგში შეტანილი სარჩელი გახდა, თუმცა მოლაშვილების ოჯახმა, ზეწოლის მიუხედავად, ევროპულ სასამართლოში დავა გააგრძელა და საქმე მოიგო.

დღის ამბები