11 აგვისტო 2026,   10:03
ვრცლად
თაღლითობის მცდელობისთვის შარდენზე მდებარე ღამის კლუბში დაკავებულ 6-ს პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ

თაღლითობის მცდელობისთვის შარდენზე მდებარე ღამის კლუბში დაკავებულ 6-ს პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით ღამის კლუბ "დაიმონდის" მეპატრონეს, კლუბში დასაქმებულ პერსონალთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა და დაწესებულებაში შესულ ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის 8 მოქალაქის 33 500 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლებას შეეცადნენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6-ვე პირს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები