14 მაისი 2025,   09:26
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, გუშინ ღამით, ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.

დღის ამბები