გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მას გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. აღნიშნულმა გამომძიებელმა სასამართლოში ბრალდებული საბა სხვიტარიძის საქმეზე ჩვენება მისცა, მას სასამართლოს ეზოში შეძახილებით გაჰყვნენ.