21 მაისი 2025,   09:39
ვრცლად
ქართველი და საერთაშორისო ნეიროქირურგების ხელმძღვანელობით, ნეიროქირურგიის კურსი გაიმართა

ქართველი და საერთაშორისო ნეიროქირურგების ხელმძღვანელობით, ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მინიინვაზიური ოპერაციების თანამედროვე მიღწევებსა და მეთოდებზე სპინალური ნეიროქირურგიის კურსი გაიმართა.

2-დღიანი კურსის ფარგლებში, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ პირდაპირი ტრანსლირების საშუალებით, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის საოპერაციოდან ედევნებინათ თვალი რთული ნეიროქირურგიული ოპერაციისთვის და, ასევე, ემსჯელათ, მედიცინის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და განვითარებაზე.

სპინალური ნეიროქირურგიის კურსი განკუთვნილია ნეიროქირურგების, ნევროლოგებისა და ორთოპედ-ტრავმატოლოგებისთვის.

წყალტუბოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებებით საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წამყვანი ნეიროქირურგები წარდგნენ.

კურსის პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

დღის ამბები