
სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს, ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.