"რუსთავი 2-ზე" მუსიკალური ისტორია გრძელდება. ქართველი ტელემაყურებლის საყვარელი ტელეპროექტი ეთერში ბრუნდება - "საქართველოს ხმის" აღმოსაჩენად, კასტინგები უკვე დაიწყო. რუსა მორჩილაძე, დავით ფორჩხიძე და გიორგი ძოწენიძე შეარჩევენ 10 საუკეთესო მომღერალს, რომელსაც მაყურებელი LIVE კონცერტზე შეხვდება.
თუმცა, მანამდე კასტინგების ტურია - მეგაპროექტს 3 წამყვანი ჰყავს: თიკა ფაცაცია, თაკო ჩორგოლაშვილი და მარიამ სანოგო. თითო ოქროს ბილეთი, რომელიც არის საუკეთესოთა შორის საგზური, მხოლოდ ჟიურის წევრებს აქვთ.
პროექტის წესების მიხედვით, ჟიური შემფასებლის ფუნქციას LIVE კონცერტებზე უკვე მაყურებელს გადაულოცავს.
სატელევიზიო სეზონს "რუსთავი 2-ზე" მეგა შოუს ფინალი დაასრულებს.
საუკეთესო მიიღებს ბინას - ეს არხზე უკვე ტრადიციად იქცა, თუმცა გამარჯვებულის მთავარი ჯილდო მაინც იქნება სტატუსი - საქართველოს ხმა.