21 მაისი 2025,   09:43
ვრცლად
30 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, პოლიციის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ყაზბეგის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ირინე სხირტლაძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები