23 მაისი 2025,   05:48
ვრცლად
რა ვითარებაა ბორჯომის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში ძლიერი ხანძარია

ამ წუთებში, სადგურის მოედანზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიას გამთენიისას წაეკიდა - ადგილს, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია. მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დილიდან იმყოფებიან მოვაჭრეებიც. მათი ვარაუდით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.

დღის ამბები