წინა ხელისუფლების დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ და წლების შემდეგ გამართლებულ ფოტორეპორტიორებს დღეს პარლამენტში ელოდებიან. ნათია და ირაკლი გედენიძეებმა, ასევე გიორგი აბდალაძემ, თავიანთ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება დროებით საგამოძიებო კომისიას უნდა მისცენ.
ე.წ. ფოტოგრაფების საქმე მაშინვე რეზონანსული იყო. 14 წლის წინ, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებმა აღიარებითი ჩვენებები მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად მისცეს, თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელახალი გამოძიება დაიწყო და დადგინდა, რომ ჯაშუშობის ბრალდება გამოგონილი, დაკავების რეალური მიზეზი კი, 2011 წლის 26 მაისს აქციის გაშუქება და დარბევის ამსახველი ფოტოები იყო.