
ბორჯომის მე-6 და სოფელ დვირის სასწავლებლები განათლების მინისტრმა გახსნა.
ალექსანდრე წულაძემ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
ორივე სკოლა, საერთო ჯამში, 620 მოსწავლეზეა გათვლილი.