21 მაისი 2025,   08:12
ვრცლად
პალესტინური ანკლავის ტერიტორიაზე ისრაელის იერიშებს, ერთ დღეში, 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რთულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. "ცახალი" ღაზაში საჰაერო-სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. პალესტინური ანკლავის მთელ ტერიტორიაზე ისრაელის იერიშებს, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 100-ზე მეტი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქვეყნებს ღაზაში "ჰუმანიტარული კატასტროფის" შესაჩერებლად კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს, რადგან კონფლიქტის ზონაში მოსახლეობას, 60 დღეა, არ მიეწოდება ჰუმანიტარული ტვირთი.

დღის ამბები