04 ივნისი 2026,   22:22
ვრცლად
"კონფლიქტი საქართველოში" - ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

"კონფლიქტი საქართველოში" - ამ სახელწოდების ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე.

მოხსენება გასული წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს ეხება და მასში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ამავე საკითხზე ბოლო ინფორმაცია მიაწოდა სხდომაზე შეკრებილებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ლაშა დარსალიამ ასევე დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

დღის ამბები