05 ივნისი 2026,   06:59
ვრცლად
ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები