ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - "ცაჰალმა" იემენის საპორტო ქალაქში "ჰუსიტების" ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დარტყმების შედეგად დაშავდა 21 ადამიანი.
ქალაქში მდებარე პორტზე ათზე მეტი დარტყმა განხორცელდა, ასევე იერიში მიიტანეს ცემენტის ქარხანაზე, სადაც ახლა მასშტაბური ხანძარია.
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა იემენზე სარაკეტო იერიშები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით განახორციელა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ავიაციამ იერიში იემენის დედაქალაქ სანას მიმდებარედ განახორციელა. შეგახსენებთ გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმას საპასუხო ქმედება მოყვებოდა.