11 აგვისტო 2026,   02:54
ვრცლად
პაკისტანის სამხედრო სპიკერი - არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, პაკისტანი ინდოეთის ტერიტორიას თავს ესხმოდა

სამხრეთ აზიაში დაპირისპირება მწვავდება - პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

"ეს არის პასუხი ნიუდელის ქმედებებზე" - აცხადებენ ისლამაბადში და იმუქრებიან, რომ ყოველ შეტევას შეტევითვე უპასუხებენ.

"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შესაძლო სცენარისთვის, ეს ინდოეთის არჩევანია. თუ მათ სურთ ამის გაგრძელება, კარგი. გარწმუნებთ, ჩვენ დავასრულებთ იმას, რაც მათ დაიწყეს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ პაკისტანი ბოლო 48 საათის განმავლობაში, ინდოეთის ტერიტორიას თავს ესხმოდა. ისინი უბრალოდ ამბებს იგონებენ. დადგა დრო, დავსვათ ნამდვილი, უფრო მნიშვნელოვანი კითხვები: ინდოეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს კინემატოგრაფიული და თეატრალური ცხოვრება, ისინი უნდა გამოვიდნენ გამოგონილი სამყაროდან. მათ უნდა შეწყვიტონ ფიქციის შექმნა. ინდოეთმა ახლახან ექვსი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა ადამპურიდან," - განაცხადა პაკისტანის სამხედრო სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შარიფ ჩაუდრიმ.

დღის ამბები