"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა," - ეს განცხადება პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღის აღსანიშნ ღონისძიებაზე გააკეთა.
მან ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ გადაწყვეტილებებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და, ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება," - აცხადებს მიტროპოლიტი შიო.
პატრიარქის მოსაყრდის ქადაგების დიდი ნაწილი დაეთმო აბორტზე საუბარს. "აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. როდესაც ერი, ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება" - აღნიშნა მეუფემ.