
ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში - ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ეხმაურება.
გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ისრაელი სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს, ქვეყნებს რეაგირება ექნებათ. განცხადებაში თელ ავივის ქმედებები აღწერილია, როგორც სრულიად არაადეკვატური ზომები.
ქვეყნები ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყონ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.