17 ივნისი 2025,   06:35
ვრცლად
უკრაინაში ომის დასრულების გეგმა - პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე ისევ თანახმაა, თუმცა თარიღსა და ადგილზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება

უკრაინის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან შეხვედრისთვის ემზადება - ვოლოდიმირ ზელენსკი ნებისმიერ ფორმატზე თანახმაა, თუმცა, ჯერ თარიღსა და ადგილზე შეთანხმება ვერ ხერხდება. უკრაინის პრეზიდენტი დახმარებას ისევ ევროპას სთხოვს.

მოსკოვი ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე უარს ამბობს. კრემლი ამტკიცებს, რომ მას რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა სურს. პუტინი კი, სანამ ზელენსკისთან შეხვედრის თარიღს იტყვის, კურსკში ჩავიდა, მოხალისეებს შეხვდა და კიევს ახალი ბრალდებები წაუყენა.

რუსეთ-უკრაინის ომი ბრალდებებისა და ხმაურის საფუძველი გახდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზეც. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილმა დონალდ ტრამპი უკრაინელი ხალხის რუსეთის პირისპირ მარტო დატოვებაში დაადანაშაულა.

მარკო რუბიომ ამერიკელ კანონმდებლებს კიდევ ერთხელ განუმარტა დონალდ ტრამპის სტრატეგია, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს.

სანამ აშშ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს, ზელენსკი კი პუტინთან შეხვედრას ელოდება, უკრაინაში ომის 1183-ე დღე სრულდება, სადაც საოკუპაციო ძალების თავდასხმებს მსხვერპლი დღესაც მშვიდობიან მოქალაქეებში მოჰყვა.

დღის ამბები