შეკვეთილში მდებარე პარკი "ციცინათელა" მომხმარებელს მალე განახლებული სახით დაუბრუნდება.
Starring Georgia-ის ორგანიზებით, პარკში სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება და იღებება ფასადები, რესტავრაცია უტარდება ატრაქციონებს, კვების ობიექტებს, დინოზავრთა პარკს. ეწყობა ახალი სივრცეები.
პროექტში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. პარალელურად, მიმდინარეობს საფესტივალო ქალაქის მშენებლობაც, რომელსაც 30 ივნისს ლეგენდარული როკ-ბენდი, Guns N"Roses ეწვევა.