19 ივნისი 2025,   16:42
ვრცლად
არც გირაოს გადახდას აპირებს და არც პროცესზე მივა - ნიკა მელიას სასამართლოში მხოლოდ საკუთარი ადვოკატი წარმოადგენს

არც გადახდას აპირებს და არც პროცესზე მიდის - ნიკა მელიას სასამართლოში მხოლოდ საკუთარი ადვოკატი წარმოადგენს. პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე მოვლენებს შორიდან დააკვირდება, რადგან ახლოდან უკვე ნახა ჯაფარიძის პროცესი და მისი დაპატიმრება.

წინასწარი პატიმრობის საფრთხე აღარ ემუქრება გიორგი ვაშაძეს, რომლის სასამართლოც ნიკა მელიას პროცესამდე გაიმართება. კოალიცია ცვლილებებისგან განსხვავებულ სტრატეგიას, "სტრატეგია აღმაშენებელში" ასე ხსნიან.

ერთიანობა არ არის - არც ზურა ჯაფარიძის დაკავების შემდეგ. პირიქით, ამ საკითხმა ოპოზიციის ერთ ფლანგზე დაპირისპირებაც გამოიწვია. თამარ ჩერგოლეიშვილის სტატუსს, ნიკა გვარამიას საპასუხო კითხვა და ღია მინიშნება მოჰყვა თემაზე - თუ რატომ არ იბარებენ საგამოძიებო კომისიაზე გიგა ბოკერიას.

საგამოძიებო კომისიის საკითხზე ვერ თანხმდებიან ვერც ისინი, ვინც გირაო პირველებმა გადაიხადეს და ვინც ერთადერთი იყო ბარიერგადალახულებიდან, რომელიც კომისიის სხდომაზე მივიდა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ზურა ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ოპოზიციას არჩევანის თავისუფლება ჰქონდა - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში", სადაც მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სამართლებრივ შედეგებს, ისევ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია - ასეთია კომისიაზე არგამოცხადებისთვის დაწყებული სასამართლო პროცესების მომდევნო ქრონოლოგია. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერები გირაოს არ იხდიან.

დღის ამბები