
განმუხურის სანაპირო ზოლის მოწესრიგება და თანამედროვე სტანდარტებით განვითარება - საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო ათვისებისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილზე სამუშაოებს იწყებს.
განმუხურის სანაპირო ზოლის ეროზირებული ნაწილის აღდგენის შემდეგ, აქ ტურისტებისთვის საჭირო და მოთხოვნადი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
სანაპირო ზოლების აღდგენა მნიშვნელოვანია სამეგრელოს განვითარებისაც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რეგიონში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობენ.
რეგიონების განვითარება რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, ამაზე აქცენტს ინფრასტრუქტურის მინისტრი აკეთებს. რევაზ სოხაძე განმუხურის, მალთაყვის და ანაკლიის სანაპირო ზოლებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სანაპირო ზოლების მოწესრიგების მიზნით, სამუშაოების დაწყებას, უახლოეს პერიოდში გეგმავს.