საზეიმო ღონისძიებებს მასპინძლობს რუსთავიც. ქალაქში იმართება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ასევე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა.
დაგეგმილია კონცერტები. მოწყობილია გასართობი სივრცეები, ფლორისტების კუთხე. იგეგმება სპორტული აქტივობები, ილუზიონისტების შოუ, თითების თეატრის და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
დღის ბოლოს, "ჯგუფ ურსას" კონცერტი გაიმართება.