11 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
"არ განუმარტეს რასთან დაკავშირებით აკავებდნენ" - ნიკა მელიას ადვოკატი

ადვოკატებმა და თანაპარტიელებმა ნიკა მელია, წინასწარი დაკავების იზოლატორში, გვიან ღამით მოინახულეს.

როგორც შსს-ში განაცხადეს, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

"საერთოდ არ განუმარტეს, რასთან დაკავშირებით აკავებდნენ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რაც განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თითქოსდა ნიკამ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ვიღაცას თითქოს შეურაცხყოფა მიაყენა," - აღნიშნა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

 

დღის ამბები