თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ თემურ ზასოხაშვილისა და დავით ლომიძის პროცესი გაიმართა. გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის პირველ დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ისინი ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ქმედების შედეგად კი ცეცხლი წაეკიდა წყლის ჭავლის მანქანას.