18 ივლისი 2025,   17:26
ვრცლად
რამდენად ახლოს არის მსოფლიო გლობალურ კონფლიქტთან - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო, მსოფლიო ლიდერები შეშფოთებას არ მალავენ

რამდენად ახლოს არის მსოფლიო გლობალურ კონფლიქტთან - ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო, ლიდერები შეშფოთებას არ მალავენ. შიშობენ, რომ ვითარება არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველია.

ევროპელი პოლიტიკოსებისთვის შეიარაღებული დაპირისპირების დასრულების გზა, ამ შემთხვევაშიც დიპლომატიაა. ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასეთივეა კაია კალასის პოზიციაც. მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის მოპოვების უფლება; გაეროს გენერალური მდივანი კი, დაპირისპირებულ მხარეებს შეჩერებისკენ მოუწოდებს.

პოლიტიკოსების მსგავსად, დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისა და გონიერებისკენ რომის პაპმაც მოუწოდა. ლეო მეთოთხმეტემ თქვა, რომ ყველა ქვეყნის მოვალეობა მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებაა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაძაბულობის ზრდა საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. სამინისტრო ხაზს უსვამს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას, სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

დღის ამბები