08 ივლისი 2025,   06:07
ვრცლად
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ფრენბურთის, კალათბურთისა და ჭიდაობის, 250 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტის დარბაზი.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ 680 ათას ლარზე მეტია.

სამუშაოები რეგიონული განვითარების მინისტრმა მოადგილეებთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.

დღის ამბები