
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საიუველირო ნივთების საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ჯამში 942 გრამი ძვირფასეულობა, რომლის ღირებულება შეადგენს 234 ათას ლარს.
დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას გულისხმობს.