
"ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი გადადო.
მომდევნო სხდომაზე უკვე გადაწყვეტილება გამოცხადდება. ორივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ, საქმე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე აღიძრა- "ლელოს" ლიდერებმა უარი თქვეს კომისიასთან თანამშრომლობაზე, აცხადებენ რომ პარლამენტი არალეგიტიმურია.
ამ საქმის ფარგლებში, ორივე პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული - მათ ეს თანხა გადაიხადეს. ზოგადად, კომისიაზე გამოუცხადებლობა ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.