11 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
სასამართლო სხდომებზე ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიზანია, საზოგადოებას დაუმალონ ის უსამართლობა, რომელიც ხდება სასამართლოებში - გიორგი კაპანაძე

ოპოზიციაში ეხმაურებიან "ქართული ოცნების" ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს საზოგადოებას დაუმალოს ის უსამართლობა, რაც სასამართლოებში ხდება.

"სასამართლო სხდომებზე ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიზანია, საზოგადოებას დაუმალონ ის უსამართლობა, რომელიც ხდება სასამართლოებში, რომლითაც პოლიტიკური კონტექსტის, ბრძანებისა და დირექტივის საფუძველზე, მოსამართლეები სამოქალაქო აქტივისტებს ასამართლებენ," - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები