11 აგვისტო 2026,   06:29
ვრცლად
ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და კიდევ 9 პირმა საზოგადოებრივი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენეს - მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულებმა სავალდებულო წესით დანიშნული საზოგადოებრივი ადვოკატების აცილების შუამდგომლობა დააყენეს, ამას თავად ადვოკატებიც დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდებულებს ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ, დანაშაული 4-იდან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები