ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გზა კეთდება. სოფელ გიორგეთში თითქმის ერთ კილომეტრ სიგრძეზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი.
მანამდე კი ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელები, დაიხაზება გზის სავალი ნაწილი.
პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი მილიონზე მეტით აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოები ლაგოდეხის მერმა დაათვალიერა.