06 ივნისი 2026,   03:00
ვრცლად
"დარიალის" უფროსის მოადგილე დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებზე: არ ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას - ამ პირების უმრავლესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვისაა გასამართლებული და ქვეყანაში მათი შემოშვება საფრთხესთანაა დაკავშირებული

რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეები საქართველო - რუსეთის საზღვარზე იმყოფებიან. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის - "დარიალის" უფროსის მოადგილე ლუკა პაატაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პირები არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მხილებულები და მათი ქვეყანაში შემოშვება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

"ბოლო პერიოდში გახშირდა უკრაინის მოქალაქეების საზღვრის კვეთის მცდელობა საქართველოს საზღვარზე, თუმცა ზემოაღნიშნული უკრაინის მოქალაქეები არ არიან ტურისტულად მომავალი პირები. ეს პირები და მათი უმრავლესობა არიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული. როგორიც არის მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, გაუპატიურება და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული. კერძოდ, ნარკოტიკების გასაღება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პირები არც ფლობენ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამავდროულად, მათი ქვეყანაში შემოშვება არის პირდაპირ საფრთხესთან დაკავშირებული, რომ ისინი კიდევ ჩაიდენენ დანაშაულებს. ისინი არიან დეპორტირებული რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. დაახლოებით 80 ადამიანზეა საუბარი. ამ ეტაპზე მათი პირობები არის ნორმალური და იცდიან. არიან თუ არ არიან უკრაინის მოქალაქეები, არის დაუდასტურებელი, ვინაიდან არ აქვთ საჭირო დოკუმენტაცია", - აღნიშნა ლუკა პაატაშვილმა "ქრონიკასთან" საუბრისას.

BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვამ უარი განაცხადა რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების გატარებაზე.

დღის ამბები