13 ივნისი 2026,   15:07
ვრცლად
დღევანდელი ევროკავშირი და ევროკომისია, მათივე დასკვნებით ამბობს ერთს, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებების დროს ამბობენ აბსოლუტურად საპირისპიროს - ირაკლი ჭეიშვილი

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიში ისევ პოლიტიკური შეფასებების საგანია - "ქართულ ოცნებაში" ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. კერძოდ, აცხადებენ, რომ ერთი მხრივ ოფიციალურ განცხადებებში საუბარია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, თუმცა გამოქვეყნებული ანგარიშები აჩვენებს წინსვლას. 

"დღევანდელი ევროკავშირი და ევროკომისია მათივე დასკვნებით ამბობს ერთს, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებების დროს ამბობენ აბსოლუტურად საპირისპიროს. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადებიან. რევოლუციურ სცენარს გადიან, თუ როგორ განავითარონ ქუჩის აქციები არჩევნების შემდეგ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაამხონ "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ნურას უკაცრავად, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და შესაბამისად, მტრებს არ ჩავაბარებთ ჩვენს ქვეყანას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ჭეიშვილი.

ევროკომისიამ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით, ისტორიული მაქსიმუმი, 63% მიიღო და მსოფლიოში 34-ე ადგილზე გავიდა. ქვეყანა ლიდერობს და ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოს უსწრებს „ლიდერობის და შორს-მჭვრეტელობის“ ინდექსში, ასევე მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკის და „კეთილსაიმედო კანონმდებლობის, და პოლიტიკის“ ინდექსებით.

დღის ამბები