11 აგვისტო 2026,   10:28
ვრცლად
"ღამის სერენადები" ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი გუშინ აიღო

"ღამის სერენადები" ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნა - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი გუშინ აიღო. საღამოში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აღიარების მქონე იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ასევე, მარიამ ბუგიანიშვილი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი - "საქართველოს ვირტუოზები" , პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე.

გალა კონცერტზე შესრულდა: მოცარტის, ნინო როტას, რობერტო დი მარინოს, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები. ფესტივალი 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები