მარნეულის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს - მერობის კანდიდატი, დაურ ისმაილოვი მოსახლეობის საჭიროებებს პირადად ეცნობა
მარნეულის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
მერობის კანდიდატი, დაურ ისმაილოვი, მოსახლეობას ხვდება, პირადად ეცნობა მათ საჭიროებებს.
კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ქუთლიარის, წერეთლის, კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულებში შემავალი სოფლებსა და ჯანდარის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა.
მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას, ახალგაზრდებისა და განათლების ხელშეწყობას, სპორტული და კულტურული სივრცეების გაძლიერებას. ასევე, რეკრეაციული გარემოს შექმნას.