05 აგვისტო 2026,   18:41
ვრცლად
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს პატიმრობა შეეფარდა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ თორმეტივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ერთ-ერთმა დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მომღერალმა ხატია წერეთელმა მოსამართლეს დარბაზიდან დამსწრეების გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა დაიხურა.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

დახურული პროცესი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, ხატია წერეთლის გარდა, სიტყვის უფლებით დღეს არავის უსარგებლია. ცნობილია, რომ ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. 

მომდევნო სასამართლო სხდომებზე, ადვოკატები იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში თავად იყვნენ ჩართულები და მათ დანაშაული არ ჩაუდნიათ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დასაცავ პირებს არც ფართი გადაუციათ და არც კლიენტების მოძიებაში მიუღიათ მონაწილეობა.

საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი ამბობს, რომ პროსტიტუციის საქმეში, გარდა ფარული ჩანაწერებისა, სადაც დანაშაულის კონკრეტული ფაქტები ჩანს, გამოკითხვის ოქმებიც დევს.

პროსტიტუციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შესაძლოა დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები