2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 84:76 დამარცხდა.
ევრო-ბასკეტის პლეი ოფში გასასვლელად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს შანსი კიდევ აქვს.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წაგებული მატჩის მიუხედავად საქართველო მერვედფინალში გადავა თუ დღეს საბერძნეთი ესპანეთს დაამარცხებს, რის შემდეგაც საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ და ნაჩვენები უკეთესი შედეგის ხარჯზე მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავა.