04 აგვისტო 2026,   03:24
ვრცლად
ქართული BPO კომპანია Evolvexe-ი გლობალურ ბრენდ ASUS-თან თანამშრომლობას იწყებს

ქართული BPO კომპანია Evolvexe-ი გლობალურ ბრენდ ASUS-თან თანამშრომლობას იწყებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში მცხოვრები ASUS-ის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური ტექნიკური დახმარების გაწევა ქუთაისიდან მოხდება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისი უკვე გაიხსნა. შექმნილია 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი და დასაქმდნენ ადგილობრივი კადრებიც.

დაგეგმილია სამუშაო ადგილების გაზრდა, რაც, თავის მხრივ, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტის პრეზენტაციას კომპანია ASUS-ის, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოსა" და GITA-ს ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ.

დღის ამბები