ევრობასკეტ 2025-ზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით, დილის 7:00 საათზე, სავსე ბორტით შესრულდა.
ბილეთები tkt.ge-ზე სრულად გუშინ გაიყიდა. გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს როგორც თბილისის, ისე რიგის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლები უზრუნველყოფენ.
სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც დღეს, საქართველოს დროით 16:15 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ჰქონდათ, რომლებმაც თბილისის აეროპორტში თამაშზე დასასწრები ბილეთები წარადგინეს.