განათლების მინისტრი ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც ამჯერად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. გივი მიქანაძემ ახალგაზრდებთან სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ჯამში 3 000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
"წელს ჩვენ ვუმასპინძლეთ იმაზე მეტ ახალგაზრდას შაორისა და ანაკლიის ბანაკებში, ვიდრე გასულ წელს, და შემდეგ წელსაც ვგეგმავთ, რომ რაოდენობა გავზარდოთ იმასთან ერთად, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩვენ დავიწყებთ ახალი საბანაკე სისტემების განვითარებას, მშენებლობას. ასევე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თემატური კუთხითაც მივუდგეთ იმისთვის, რომ ერთი მიმართულებით ახალგაზრდები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან დავაკავშიროთ და მათ შეძლონ, გაუზიარონ ერთმანეთს პროფესიული ცოდნის თვალსაზრისით სხვადასხვა გამოცდილება“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე.