საქართველო-საფრანგეთი - 1 საათზე მეტი რჩება "ევრობასკეტის" მერვედფინალურ შეხვედრამდე. ლატვიის დედაქალაქი, რიგა. მატჩი თბილისის დროით 16:15 წუთზე დაიწყება.
თუ ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი უპირატესობას მოიპოვებს და მეოთხედფინალში გავა, საქართველოს ნაკრები ფინეთს შეხვდება.
მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა ლიმასოლში ჩატარებული ჯგუფური რაუნდი ევროპის მოქმედ ჩემპიონ - ესპანეთთან გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდნენ.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში საბერძნეთის დახმარებით აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ესპანეთი ანგარიშით 90:86 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები კი, ისტორიაში მესამედ, მეორე ეტაპზე გავიდა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი