საქართველო-ბულგარეთი - "დინამო არენა" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრის მასპინძელია. ამ წუთებში, მატჩის მეორე ნახევარი მიმდინარეობს, პირველი ტაიმი კი ჯვაროსნების უპირატესობით, 2:0 დასრულდა.
ბულგარეთთან ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და მეტოქის კარში გოლი მატჩის 30-ე წუთზე გაიტანა. მეორე ბურთის ავტორი კი ნიკა გაგნიძეა, რომელმაც ნაკრებში დღეს სადებიუტო გოლი გაიტანა.
ცვლილებები იყო სასტარტო შემადგენლობაშიც. დღევანდელ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ჯვაროსნების მხარდასაჭერად, დღესაც, ტრადიციულად, შეიკრიბნენ ქომაგები.
ავტორი: სიმონ შანავა