10 აგვისტო 2026,   01:49
ვრცლად
12 ქვეყანა და 2 ქართველი აზიის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსზე - საქართველოს ყაზახეთში "რუსთავი 2-ის" მეგაპროექტის გამარჯვებული წარმოადგენს, ჟიურიში კი მომღერალი დათო კენჭიაშვილია

დათო კენჭიაშვილმა საქართველოს სახელი კიდევ უფრო შორს წაიღო - საქართველოდან კილომეტრების დაშორებით, ყაზახეთში, იქ, სადაც საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - "სილქ ვეი სთარი" ტარდება.

საქართველოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი მსმენელის წინაშე კომპოზიციის ერთი წარსდგა, მაგრამ ასტანაში მომღერალი გაცილებით დიდი მისიით ჩავიდა - ე.წ. აზიურ ევროვიზიაზე დათო კენჭიაშვილი ჟიურის წევრად მიიწვიეს და დიდი პატივითაც დახვდნენ.

სწორედ ასეთი პოპულარობა გახდა იმის მიზეზი, რომ უცხო ქვეყანაში, ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში დათო კენჭიაშვილი ჟიურის წევრად მიიწვიეს. საერთაშორისო კონკურსში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს, თუმცა, პროექტის წესების მიხედვით, ქართველ მომღერალს ქართველი მონაწილისთვის ქულის დაწერის უფლება არ აქვს. საქართველოს სახელით, კონკურსში ავთო აბესლამიძე მონაწილეობს. ის "რუსთავი 2-ის" პროექტის "იქს ფაქტორის" გამარჯვებულიც არის.

საქართველოს ბულბული ამბობს, იმ პროექტის ჟიურის წევრობა, სადაც აბრეშუმის გზის ქვეყნები მონაწილეობენ, დიდი გამარჯვება, საქართველოს მორიგი აღიარება და დაფასებაა.

ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა საერთაშორისო სცენაზე წარმოჩინდეს. ამ უძველესი სავაჭრო გზის გასწვრივ თანამშრომლობისა და მეგობრობის განმტკიცების საქმეში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

ლეგენდამ საქართველოდან, ისე, როგორც მომღერალს ყაზახეთში მოიხსენიებენ - სცენაზე მხოლოდ ერთი სიმღერა, "იორო" შეასრულა. აღმოჩნდა, რომ დათო კენჭიაშვილის სიმღერები ყაზახეთშიც ისეთივე პოპულარულია, როგორც საქართველოში. აბრეშუმის გზის ვარსკვლავის გამოსავლენად, ჟიურის 12 წევრს შორის ქართველი მომღერალი ერთ-ერთია.

არის კრიტიკული შემფასებელი, მაგრამ სამართლიანი. ყველა კონკურსანტი ცდილობს, თავი მოაწონოს. ჯერ უმაღლესი ქულა არავისთვის დაუწერია. პროექტის პროდიუსერები ჰყვებიან, რომ დათო კენჭიაშვილის შეფასება ერთგვარი ბარომეტრია, იცოდნენ რომელი კონკურსანტია ძლიერი და რომელი - სუსტი.

აეროპორტშივე იცნეს, როგორც კი ყაზახეთში ჩავიდა. პროექტის მიხედვით, ერთი ქვეყნიდან ჟიური უნდა იცვლებოდეს, მაგრამ დათო კენჭიაშვილისთვის დაუშვეს გამონაკლისი და მთელი პროექტის განმავლობაში იქნება.

"აბრეშუმის გზის ვარსკვლავს" 22 ნოემბერს გამოავლენენ.

საერთაშორისო მუსიკალური პროექტი ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. მასში ისეთი ქვეყნები მონაწილეობენ, როგორიცაა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მალაიზია, თურქმენეთი. მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დათო კენჭიაშვილის მიმართ მათ ყველა ქმედებაში ჩანდა.

მას შემდეგ, რაც პროექტი დასრულდება, დავით კენჭიაშვილი საქართველოში დაბრუნდება, მაყურებელს კი ახალ კომპოზიციას შესთავაზებს.

ქართველს მომღერალს სჯერა, რომ ოცნება აუსრულდება და მისი სიმღერა გახდება მოძმე აფხაზებთან დამაკავშირებელი ხიდი.

დღის ამბები