11 აგვისტო 2026,   06:08
ვრცლად
დღეს ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ასე როცა ვთამაშობთ, სულ ვიგებთ ხოლმე - სანდრო მამუკელაშვილი

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის ორი გამარჯვებაა, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა საქართველოს მოუტანეს - კალათბრუთისა და ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებებმა. ისტორიული გამარჯვება აქვთ ქართველ კალათბურთელებს, რომლებმაც ფრაგნები 10-ქულიანი სხვაობით, 80:70 დაამარცხეს და პირველად ისტორიაში, "ევრობასკეტის" მეოთხედფინალში გავიდნენ.

"დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიდოდით, ვიბრძოლებდით, არ ჩამოვედით იმისთვის, რომ უბრალოდ ჩამოვსულიყავით აქ. უმაგრესად ითამაშა ყველამ, თავისი როლი შეასრულეს. თოკოს დიდი თამაში, გოგას მაგარი დაცვა, ოჩხიკიძე და ბურჯანაძე კარგად შემოვიდნენ, ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა დღეს და ასე როცა ვთამაშობთ, სულ ვიგებთ ხოლმე. ამიტომაც, ძალიან გახარებული ვარ და წინ დიდი თამაში გველოდება, უნდა გამოვიდეთ მზად და შემართებით“, - აცხადებს საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი.

ევროპის ჩემპიონატის მეოთხედ-ფინალში საქართველო ფინეთს დაუპირისპირდება და კიდევ უფრო მიუახლოვდება ფინალს. მანამდე კი ქართველი გულშემატკივრები საქართველოში და ლატვიაში გამარჯვებას აღნიშნავენ. 

"ბიჭებმა სასწაული გააკეთეს. ყველამ ერთად, 12 კაცი კი არა, სტაფიც კი, სენსაცია მოვახდინეთ. მადლობა ყველას, მადლობა გულშემატკივრებს, ვინც ჩამოსული იყვნენ. ეს მოგება საქართველოსთვის იყო და პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი“, - აცხადებს საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი დუდა სანაძე.

 

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები